понедельник, 29 марта 2010 г.

ტაო-კლარჯეთი


ავტორები: ვალერი სილოგავა, კახა შენგელია.

ფასი: 149,95 ლარი

ყდა: მაგარი

წიგნი ოთხ ენაზეა (ქართული, ინგლისური, თურქული და რუსული). ორი ნაწილისაგან შედგება; პირველ ნაწილში მოთხრობილია ტაო-კლარჯეთის ხუთი საეკლესიო ეპარქიის ისტორია. მეორე ნაწილი მთლიანად დათმობილი აქვს ფოტო ალბომს. ის ძირითადად განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე ისტორიით, ფილოლოგიით, ხელოვნებათმცოდნეობითა და კულტურული სიძველეებით დაინტერესებულთათვის.

მსოფლიოს დიდი ატლასი


ავტორები: ავტორთა ჯგუფი

კატეგორია: ენციკლოპედია

გამომცემლობა: პალიტრა ლ

ფასი: 32,95 ლარი

ილუსტრირებული დიდი ატლასი თვალწინ გადაგიშლით საოცარ სამყაროს, გაგაცნობთ უამრავ საინტერესო ინფორმაციას ჩვენს პლანეტაზე, ხმელეთსა თუ ოკეანეზე. რუკებზე აღნიშნულ გეოგრაფიულ ობიექტებს თან ახლავს ფერადი ილუსტრაციები და განმარტებითი ტექსტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონზე, მათ ისტორიაზე, ცნობილ პიროვნებებზე, ფლორასა და ფაუნაზე.

სონეტები


ავტორი: შექსპირი

(თარგმნა რეზო თაბუკაშვილმა)

გამომცემლობა: „ბაკმი“

ფასი: 33,95 ლარი

ყდა: მაგარი; მოოქროვილი გამოცემა

ამბობენ, შექსპირს სხვა რომ არაფერი დაეწერა, მისი უკვდავებისთვის სონეტებიც იკმარებდა. სონეტების ქართულ თარგმანს ბევრი შეეჭიდა, თუმცა, ყველაზე სრულყოფილი რეზო თაბუკაშვილის თარგმანებია. ამ სრულყოფილებას მან 30 წელი მოანდომა. წიგნში წარმოდგენილია სონეტები როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე. წიგნი მოოქროვილია და მას აქვს შესანიშნავი წინასიტყვაობა.

არქეოლოგია მოსწავლეთათვის

კატეგორია: წიგნი - ინტერნეტი

ავტორები: ებიგეილ უილტი და სტუან რეიდი

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

ფასი: 22,95 ლარი

წიგნში ყველაფერია, რაც არქეოლოგიას ეხება. იგი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი არქეოლოგიის განმარტებაა. მეორე - თუ როგორ განვითარდა არქეოლოგია სხვადასხვა კონტინენტზე და საქართველოში; ასევე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ფაქტები და რთული სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი. მესამე ნაწილში აღწერილია არქეოლოგიური აღმოჩენების დათარიღებისა და აღდგენის ხერხები.

არქეოლოგია მოსწავლეთათვის


კატეგორია: წიგნი - ინტერნეტი

ავტორები: ებიგეილ უილტი და სტუან რეიდი

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

ფასი: 22,95 ლარი

წიგნში ყველაფერია, რაც არქეოლოგიას ეხება. იგი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი არქეოლოგიის განმარტებაა. მეორე - თუ როგორ განვითარდა არქეოლოგია სხვადასხვა კონტინენტზე და საქართველოში; ასევე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ფაქტები და რთული სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი. მესამე ნაწილში აღწერილია არქეოლოგიური აღმოჩენების დათარიღებისა და აღდგენის ხერხები.

დამიბრუნეთ ჩემი ირმები


ავტორი: გოდერძი ჩოხელი

კატეგორია: საბავშვო მოთხრობები

ფასი: 16,95 ლარი

ეს საუკეთესო წიგნია იმისთვის, რომ თქვენმა პატარამ კითხვა შეიყვაროს. გოდერძი ჩოხელის მოთხრობებს აქვთ ჯადოსნური ხიბლი, თუ ერთხელ წაიკითხე, მერე სულ გინდა იკითხო. წიგნს არაჩვეულებრივი ილუსტრაციები ახლავს თან. ჰოდა, დროა, თქვენმა შვილმა გოდერძი ჩოხელი შეიყვაროს და კითხვაც აუცილებლად შეუყვარდება.

რჩეული საბავშვო მოთხრობები (ორ წიგნად)


ავტორი: ავტორთა ჯგუფი

კატეგორია: საბავშვო ლიტერატურა

ფასი: 30,80 თეთრი

წიგნში თავმოყრილია საბავშვო მოთხრობები. თითქმის არ არსებობს მწერალი, რომელსაც ერთხელ მაინც არ დაეწეროს ბავშვებისთვის რაიმე, ამ წიგნში ყველა საბავშვო მოთხრობაა - ჭაბუა ამირეჯიბის, კონსტანტინე გამსახურდიას, ლეო ქიაჩელის, იაკობ გოგებაშვილის, აკაკის, ილიას, გოდერძი ჩოხელის, რეზო ინანიშვილის და კიდე სხვების ავტორობით. თითოეულ მოთხრობას თან უცხო სიტ-ყვების განმარტებაც ახლავს.

ფიქრები საქართველოზე


ავტორი: ავტორთა ჯგუფი

კატეგორია: პუბლიცისტური კრებული

ფასი: 8,95 ლარი

ნიკოლო მიწიშვილმა სტატია „ფიქრები საქართველოზე“ 1922 წელს გამოაქვეყნა,მას დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა. მას თავის დროზე გამოეხმაურნენ გრიგოლ რობაქიძე, სიმონ ჩიქოვანი, მიხეილ ჯავახიშვილი. წლების შემდეგ კი რეზო თვარაძე, თამაზ ჩხენკელი, აკაკი ბაქრაძე, ზვიად გამსახურდია და უამრავი სხვა ცნობილი საზოგადო მოღვაწე. ამ წიგნში ყველა პუბლიკაციაა თავმოყრილი.

უცხო სიტყვათა ლექსიკონი


ავტორი: სოლომონ თეზელიშვილი

კატეგორია: ლექსიკონი

გამომცემლობა: „მერიდიანი“

ფასი: 54,95 ლარი

მოძრავ და ბუნებრივ დინამიკაში არ არსებობს აბსოლუტური სრულ-ყოფილება. ის, რაც მზარდია, ყოველ წუთს შეიძლება შეიცვალოს, ასეა ლექსიკონიც. ის ერთგვარი ხიდია წარსულსა და მომავალს შორის. ამ ლექსიკონში თავმოყრილია 27 000 ტერმინი და 200000 განმარტება. ყველა განმარტება პირველწყაროებზე დაყრდნობითაა და მათ აქვთ აკადემიური და ენციკლოპედიური საფუძველი.